რუსული ძალების მიერ ლვოვში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ამის შესახებ ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი „ტელეგრამში“ წერს.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„საჰაერო განგაშის დროს ლვოვის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განხორციელდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძარი ლიკვიდირებულია. ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალების ხმას, ”- განაცხადა მაქსიმ კოზიცკიმ.
შეგახსენებთ, ლვოვში თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა. საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.