ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გრძელდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა. პროცესში ჩართულია 80-მდე სპეც-ტექნიკა და ადამიანური რესურსი.მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.