რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციის ფარგლებში, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ცენტრის - მედიათეკის მშენებლობა მიმდინარეობს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე ტიპის მედიათეკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში რუსთაველ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების საშუალება კომფორტულ გარემოში ექნებათ.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ძველი ბიბლიოთეკები, სადაც სერვისის ფორმა თუ შენობების ინტერიერი, თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს, ახალგაზრდების დასაინტერესებლად ფორმის შეცვლას და სერვისის გამრავალფეროვნებას საჭიროებს.
მედიათეკის მშენებლობა და სკვერის რეაბილიტაცია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ღირებულება 4 256 559 ლარს შეადგენს.