საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა.
როგორც bpn.ge წერს, ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ.
როგორც Bloomberg წერს, განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა უჯდება ბანკს იურიდიული დავები გლობალურად. ეს იქნება დასასრული იმ დავისა, რომელიც სექტემბერში დაიწყო.
ცნობისთვის, Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ CS Victims შეიქმნა. CS Victims-ის ინფორმაციით, ისინი 7 წლის განმავლობაში ბანკის პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის მსხვერპლნი არიან. "Credit Suisse-ის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობისთვის და FINMA-მ გამოავლინა Credit Suisse-ის სისტემებისა და კონტროლის საშუალებების გაუმართაობა, რამაც პირდაპირ გამოიწვია ჩადენილი დანაშაული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.