საქართელოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით სიმპოზიუმი სახელწოდებით "მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო" იმართება.
სიმპოზიუმის მთავარი მიზანი განათლების, სამართლის და კულტურის სფეროში დაპირისპირებული პოზიციების დაახლოებაა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონფერენციაზე განხილული საკითხები ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობის , განმტკიცებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებას.
სიმპოზიუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ქრისტიანული კვლევის საერთაშორის ცენტრის ორგანიზებით იმართება. კონფერენციას ათზე მეტი უცხო ქვეყნის ეკლესიისა და საზოგადიების წარმომადგენელი ესწრება.