"მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ, ექსპრეზიდენტი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანოს, უკრაინაში ცალკე დრამა მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება მის ურთიერთობას უმაღლესი რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან" - წერს უკრაინული გამოცემა Strana.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე Strana-მ გაავრცელა ინფორმაცია იასკოს რომანის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტთან.
დიდი ხნის განმავლობაში შეყვარებულები მალავდნენ რომანტიკულ ურთიერთობას, მაგრამ როდესაც ერთი წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც ის დააკავეს, სოციალურ ქსელებში, მის გვერდებზე ლიზა იასკოსთან სასიყვარულო ურთიერთობა აღიარა. მაშინ გამოქვეყნდა საერთო ვიდეოც. ამგვარად, წყვილმა თავისი ურთიერთობა გაასაჯაროვა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ქალიშვილი ალისა-მარია (ამჟამად 2,5 წლის) ქართველი მომღერლისგან, სოფო ნიჟარაძისგან ჰყავს, რომელიც დედასთან იზრდება. მან საჯაროდ აღიარა, რომ გოგონა მისი შვილი იყო და ბავშვის ფოტოები როგორც ციხის, ასევე კლინიკის კედლებზეც უკიდია.
დაკავებული სააკაშვილის სანახავად თავდაპირველად ლიზა იასკო ხშირად ჩადიოდა თბილისში, მის მხარდასაჭერად არაერთი ვიდეოშეტყობინება ჩაწერა. მაგრამ შემდეგ მათი ურთიერთობა ნაწილობრივ გაცივდა... წაიკითხეთ სტატია სრულად