გენიალური ბენდის ქუინის სიმღერაზე Bohemian Rhapsody, რომელიც გამოსულია როგორც სინგლი და ასევე შესულია 1975 წელს გამოშვებულ ალბომში A night at the opera.
Bohemian rhapsody უნიკალურია თავის უჩვეულო მუსიკალური ფორმით, კერძოდ მას არ აქვს რეფრემი და შედგება სამი მიმდინარეობის:ბალადის,როკისა და ოპერისგან.
პირველად კომპოზიცია სინგლის სახით გამოვიდა და დიდი კომერციული წარმატება მოუტანა ჯგუფს, ის ცხრა კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს ბრიტანულ ჩარტებში. 1976 წლის იანვრისთვის კი სიმღერის მილიონ ასლზე მეტი იყო გაყიდული.
1991 წელს ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ სინგლი ისევ მოექცა ბრიტანული ჩარტების სათავეში, ხუთი კვირის განმავლობაში ის პირველ ადგილს ინარჩუნებდა, საბოლოოდ კი გაერთიანებული სამეფოს რიგით მესამე საუკეთესოდ გაყიდვადი სინგლი გახდა.
რაც შეეხება სიმღერის დაწერის პროცესს. ლეგენდის თანახმად ფრედიმ bohemian rhapsody მის სახლში, ლონდონში დაწერა. პროდიუსერმა როი ტომას ბეიკერმა ილაპარაკა იმაზე თუ როგორ წერდა ფრედი კომპოზიციას:”მან დაიწყო სიმღერის პირველი ნაწილის დაკვრა კლავიშზე შემდედ გაჩერდა და თქვა: აი აქ უნდა იყოს ოპერის პარტია.
გიტარისტ ბრაიან მეიმაც აღნიშნა რომ ეს სიმღერა ფრედის გონებაში უკვე არსებობდა.
ერთ-ერთი ვარაუდი თუ რა იყო ფრედისთვის სიმღერის ინსპირაცია, გახლდათ ის რომ მან თავის მეგობარ გოგონას უღალატა და თავს დამნაშავედ გრძნობდა.
ფრედი ზოროასტრიზმული ოჯახიდან იყო წარმოშობით ზანზიბარიდან. სიმღერაში ვხვდებით ისეთ სიტყვებს როგორიცაა: Bismillah,scaramouch,beelzebub.
ბისმილაჰს ვხვდებით ყურანში,ყოველი თავის დაწყების წინ და ნიშნავს ალაჰის სახელისთვის, სკარამუჩ მშიშარა ტრაბახა ადამიანს აღნიშნავს ხოლო, ბიელზიბაბ ეშმაკს ნიშნავს. აგრეთვე ტექსტში გამოყენებულია ასტრონომ გალილეო გალილეის სახელი და დიდი ალბათობით ბრაიან მეისთვის გააკეთა რადგან ბრაიანიც ასტრონომია.
ნაწილებით რომ დავყოთ სიმღერა მიბიღებთ ასეთ შედეგს:
დაბნეულობა,გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ,გაანალიზება რომ მან ადამიანი მოკლა, შემდეგ სინანული, რისხვა, ბრაზი და საბოლოოდ სიმშვიდე.
ფრედიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:”ეს არის იმ სიმღერათაგანი რომელიც ფანტასტიკის ჟანრისაა, ვფიქრობ ხალხმა უბრალოდ უნდა მოისმინოს, იფიქროს ამაზე და აგრეთვე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ იმაზე თუ რას ეუბნება ეს სიმღერა მათ.