ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა.
ოპოზიციაში რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის ევროპულ მომავალთანაა დაკავშირებული. მათი განცხადებით, საქართელოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაუჭირდება, რადგან ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველი პარტიაში, სადაც აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დეზინფორმაციასა და ცილისწმაებას ეყრდნობა, ხოლო საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერად ასრულებს 12 პუნქტიან რეკომენდაციას.