თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ას ტონამდე ტვირთი უკვე გაგზავნილია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თურქეთში გაგზავნილ ტვირთ შორის ყველა ის სამედიცინო აღჭურვილობაა, რაც მეზობელ ქვეყანას ესაჭიროება.