არის თუ არა საქართველო რუსულ კომპანიასთან მინუსში 112 მილიონი დილარით. პარტია „ლელოს“ ინფორმაციით საქართველომ რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ სასამართლო დავა წააგო, რის გამოც ქვეყანას კომპანიისთვიის 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი ,,ნაციონალური მოძრაობაშიც" გაიმართა . პარტია, სამინისტროს მეტი დეტალის გასაჯაროებას და იმ პერიოდის ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. ნაციონალური მოძრაობა აპირებს უწყებას აღნიშნული მოთხოვნით წერილობით მიმართოს.