სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალ კადრებს ავრცელებს და წერს რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყება მოუწოდებს მედიასაშუალებებს და საზოგადოებას შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან თავი შეიკავონ. ექს პრეზიდენტის დედა და მისი ადვოკატი კი კვლავ მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. თემის დეტალებს ჩემი კოლეგა ნინი გოგიშვილი გაგავაცნობს.