ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა. რეზოლუციას საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის ევროპულ მომავალთანაა დაკავშირებული. მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კი ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს.