ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი.
„ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი", - აცხადებენ შესაბამის უწყებაში.
აღმაშენებლის ქუჩაზე ახალ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.