ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციამ, პირველადი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც კლინიკის ინფრასტრუქტურული მოწყობისა და საჭირო ადამიანური რესურსის მიმართულებით კონსულტაციებს მოიცავს. საუბარია კლინიკის დაგეგმარებასა და დიზაინზე, ასევე პალატებისა და ოთახების მოწყობის სტანდარტებზე.
„იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტის გათვალისწინებით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი იქნება ახალი პედიატრიული კლინიკის ნაწილი, სადაც სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში განთავსდება. საუბარია, როგორც დიაგნოსტიკურ, ისე სამკურნალო მიმართულებებზე.
პირველადი სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია ორ დღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნენ.
ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მშენებლობის ინიციატივა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში გააჟღერა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმაც გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრები ისრაელში, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გამართეს. დაგეგმილია ვიზიტები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნობა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ