Netflix-მა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს - „ბრიჯერტონი“ სპინ-ოფი გადაიღო.
მინი-სერიალი, რომელიც 6 ეპიზოდისგან შედგება, დედოფალ შარლოტის და მეფე ჯორჯის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მისი პრემიერა სტრიმინგ-სერვისზე 4 მაისს შედგება. Netflix-მა სერიალის თიზერი უკვე გამოაქვეყნა.
მთავარ როლებს შოუში ინდია ამარტეიფიო, არსემა ტომასი, კორი მაილქრსტი და სხვები შეასრულებენ. ასევე, თავის როლებს „ბრიჯერტონებიდან“ დუბურნდებიან გოლდა როშუველი (დედოფალი შარლოტა), აჯოა ანდო (ლედი დანბერი), რუტ გემელი (ვაიოლეტ ბრიჯერტონი) და ჰიუ სანჩესი (ბრაიმსლი).