პუტინის მიერ უკრაინის ანექსიის აღიარება აგრესორებისთვის პანდორას ყუთს გახსნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სხვა ქვეყნის მიერ მიწის დაპყრობის რატიფიცირებას თუ მოვახდენთ და ვიტყვით: „ეს ნორმალურია, შეგიძლიათ მოხვიდეთ, ძალით აიღოთ და დაიტოვოთ”, ეს მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთს გახსნის აგრესორებისთვის, რომლებიც იტყვიან: „კარგი, იგივეს გავაკეთებთ და გაგვივა“, - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, იგი არ თვლის, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დასასრულს უახლოვდება. ბლინკენი აღნიშნავს, რომ მშვიდობის მისაღწევად პუტინმა ჯერ უარი უნდა თქვას თავის წარმოდგენაზე, რომ უკრაინა „მისი საკუთრებაა”.