ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრით დაწყებული ომის თითქმის ერთი წლის თავზე საერთაშორისო ლიდერები უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და აგრესორი ქვეყნის ქმედებებს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გმობენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მისივე თქმით, მთავარი რაც უკრაინას სჭირდება ახლა, მეტი საბრძოლო იარაღი და უკრაინული ჯარისთვის საჭირო წვრთნების ჩატარებაა.