მიხელ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინებას გაეცნო და ახლა სააპელაციო სასამართლო პროცესების მოლოდინშია. გიული ალასანიასა და უფლებადამცველის განმარტებით, გადაწყვეტილების დასაბუთება სუსტია და არ ასახავს რეალობას. ექსპრეზიდენტის დედის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით სააკაშვილი მომაკვდავი პაციენტია.