ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროპარლამენტარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ რომ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს.