საქართველოს პარლამენტი შრომით ემიგრაციას დაარეგულირებს. ცვლილებები შედის მიგრაციის შესახებ კანონში, რომლის თანახმად, შუამავალ კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში სერტიფიცირების გავლა მოუწევთ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ემიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემის არარსებობის გამო, სტატისტიკური მონაცემები საქართველოდან შრომითი ემიგრანტების შესახებ არ არის სრულყოფილი.ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს შრომითი ემიგრაციის სფეროში მოქმედი შუამავალი ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი ქმედითი მექანიზმების არარსებობა. შედეგად, საკმაოდ ბევრია ისეთი საშუამავლო ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა, რომლებიც ხშირად უკანონო საშუამავლო მომსახურებას ეწევიან. ასეთი სუბიექტები საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ პირებს, საკმაოდ მაღალი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, სთავაზობენ უხარისხო სერვისს, აწვდიან არასწორ ინფორმაციას, შედიან ყალბ გარიგებებში და ხელს უწყობენ საზღვარგარეთ არალეგალურ დასაქმებას, რაც, სხვათა შორის, ართულებს მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების პროცესსაც. სწორედ ზემოთაღნიშნული და ბევრი სხვა პრობლემის გამო, დაიგეგმა შესაბამისი ცვლილებები. რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ - იგეგმება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო სერტიფიცირება.
ამასთან, სერტიფიცირების პროცედურები საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის იქნება უფასო. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან/და სერტიფიკატის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია დასაქმების სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ელგუჯა კვანტალიანი