საარსებო მინიმუმი რეკორდულ, 257-ლარამდე გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3.3 ლარით გაიზარდა და 256.9 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის იანვართან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 30.6 ლარით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3 ლარით გაიზარდა და 227.5 ლარი შეადგინა.
ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა.