ჟურნალისტ მარია პონომარენკოს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციების გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მას ხუთი წლით აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა. რუსულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.