კოლორექტალური კიბო მსოფლიოში მესამე ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპია. კოლორექტალური კიბო - ასევე უწოდებენ ნაწლავის კიბოს, იწყება მსხვილ ნაწლავში უჯრედების პათოლოგიური ზრდით. ის შეიძლება დაიწყოს მსხვილ ნაწლავში ან სწორ ნაწლავში.
ექიმები ჩვეულებრივ მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის კიბოს ერთ კატეგორიაში განიხილავენ, რადგან მათ მრავალი საერთო მახასიათებელი აქვთ.
კოლორექტალური კიბოს ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ გარკვეული რისკ-ფაქტორები ასოცირდება მემკვიდრეობითი გენის სინდრომებთან. წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადებაც წარმოადგენენ კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკის ფაქტორებს, თუმცა, შემთხვევების მეტი წილი მოდის რისკის ქცევით ფაქტორებზე, როგორიცაა მოწევა, არაჯანსაღი კვება, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება და ფიზიკური უმოქმედობა.
60 წლის შემდეგ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში. კვლევების მიხედვით, კოლორექტალური კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტთა ერთი მესამედი 55 წელზე ნაკლები ასაკისანი არიან.