საერთაშორისო მედია ბიძინა ივანიშვილს ცენზურას უწესებს. იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი", რომელიც "კრედიტ სუისთან" ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს, "კრედიტ სუისის" მიერ უფლებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის მენეჯმენტის გავლენით მათი პოზიცია ევროპულ მედიაში იბლოკება. ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის 14 თებერვალს მათ სტატიის გამოქვეყნებაზე უარი მიიღეს.
ივანიშვილის ინტერესების წარმომადგენელი კომპანია გავრცელებულ წერილში ვრცლად საუბრობს იმ გარეოებებსა და ქრონოლოგიაზე, რომელთა გამოც ბიძინა ივანიშვილს მცირე აქტივების გადარიცხვასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა შექმნა, მაშინ როდესაც მისი მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდებაა.