ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მილანის მილანმა ლონდონის ტოტენჰემს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობის 1:0 დაამარცხა მეტოქე. მილანმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 9 წლის შემდეგ პირველად ითამაშა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.
განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა შეხვედრის სტარტი მასპინძლებისთვის, მე7 წუთზე ტეო ერნანდესმა კარგად ითამაშა, საჯარიმოში შევიდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ფორსტერმა მოიგერია, დამატებაზე პირველი ახალგაზრდა ესპანელი ბრაჰიმ დიასი იყო, რომლის დარტყმულსაც კვლავ მეკარემ აჯობა, მაგრამ დიასმა ამ მოგერიებულსაც დაამატა და ანგარიში გახსნა. ეს იტო მილანის პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 2014 წლის შემდეგ. პიოლის გუნდის ამის შემდეგ კარში აღარ დაურტყავს და ძირითადად მეორე ნომრად თამაშობდნენ. ტოტენჰემს მწვავე შეტევების განვითარება უჭირდა, რიგ შემთხვევებში კი ტექნიკური წუნი ჰქონდათ. მატჩის მიწურულს მილანს სხვაობის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მალიკ ტიაომ და დე კეტელარემ თავით ბურთი კარს ააცილეს.
შედემგ შეხვედრას მილანი და ტოტენჰემი ლონდონში 9 მარტს გამართავენ.