ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში პარის სენ ჟერმენმა მოიუნხენის ბაიერნს უმაპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დათმო შეხვედრა. 2023 წელი პარიზელებმა ცუდად დაიწყეს და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზეც გადაედოთ.
პირველ ტაიმში მიუნხენელებმა მეტოქეს აჯობეს, ისინი უფრო სახიფათოდ უტევდნენ ფრანგების კარს, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. მეორე ტაიმში მიუნხენელებმა ზეწოლა გააძლიერეს და 53-ე წუთზე კანადელი მარცხენა მცველის ალფენსო დევისის ჩაწოდების შემდეგ კინგსლი კომანმა ანგარიში გახსნა და ყოფილი კლუბის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. მალევე დონარუმამ გადაარჩინა პარიზელები, ახალგაზრდა მეკარემ ჩუპო მოტინგს და უპამეკანოს აჯობა. თავისი შანსი მიიღო კილიან მბაპემ რომელსაც ზომერმა აჯობა. 82-ე წუთზე ნუნუ მენდეშის ჩაწოდების შემდეგ მბაპემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი მარცხენა მცველი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. კარგი შანსი ჰქონდა მესისაც, რომლის დარტყმულიც პავარმა დაბლოკა, ფრანგი მცველი კი ისევ მესის წინააღმდეგ უღეშად თამაშის გამო 92-ე წუთზე მინდვრიდან გააძევეს.შედემგ შეხვედრას ეს გუნდები მიუნხენში, ალიანს არენაზე 9 მარტს გამართავენ.
გოგა ბითაძე ნბა-ში კლუბის გამოცვლის გამო რამდენიმე დღე თავისუფალი აგენტი იყო და გაჩნდა შანსი, რომ ის საქართველოს ნაკრებს დახმარებოდა. ამიტომ, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ის ფიბა-ში გაგზავნილ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა გუშინ გოგამ “ორლანდოსთან” კონტრაქტი გააფორმა და მისი ნაკრებში ჩამოსვლა გამოირიცხა.