თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას, 41 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყოველდღიურად იკლებს ნანგრევებიდან ამოყვანილი ცოცხალი ადამიანების რაოდენობა. ქალაქ ადიამანში დღეს ქართველ მაშველთა ახალი, 85 კაციანი ჯგუფი, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება. ისინი ქალაქში მყოფ ას კაციან ქართველ მაშველებს ჩაანაცვლებენ, რომელებიც სტიქიის ზონაში დამანგრეველი მიწისძვრიდან მეორე დღესვე ჩავიდნენ.