რამშტეინ9 - ის მეორე დღე. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრუსელში დღეს კვლავ შედგება. შეხვედრის პირველ დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირე ქვეყნები, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაში, უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებენ, “რამდენიც საჭირო იქნება”, რათა კიევმა შეძლოს “თავდაცვის უფლების გამტკიცება”. მისივე თქმით, პუტინმა უკრაინელების სიძლიერე და სიმამაცე, ისევე როგორც ნატოს და მისი პარტნიორების გაბედულობა და ერთიანობა სათანადოდ არ შეაფასა.