საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რომ საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას, შესაბამისად აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით.