ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ბიძინა ივანიშვილის პერსონალური დასანქცირება - ევროპარლამენტი დღეს 5 რეზოლუციას უყრის კენჭს.
ხელისუფლების ოპონენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ის თემები, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად აზიანებს.„ქართულ ოცნებაში” ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტში განსახილველი საკითხები ფაქტებსა და რეალობას საგრძნობლად აცდენილია.