ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ციხიდან გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ, ახლად აღმოჩენილი ინფორმაციის მოტივით, ატამბაევის სასჯელი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად, გაგზავნა. გათავისუფლების დღესვე, ატამბაევს მიენიჭა ნებართვა, მკურნალობის ჩატარების მიზნით ქვეყანა დაეტოვებინა. ამ დროისთვის უცნობია, სად გეგმავს პრეზიდენტი წასვლას. ატამბაევი 2019 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის თავის მემკვიდრეს, დაუპირისპირდა.