მოლდოვამ ქვეყნის საჰაერო სივრცე გახსნა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული იყო. მოლდოვის ეროვნულ ავიაკომპანია „ეარ მოლდოვას“ განცხადებით, ქვეყანაში საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზი უსაფრთხოების რისკები იყო. მათივე ინფორმაციით, საფრთხის შემცირებიდან გამომდინარე საჰაერო სივრცის განახლება შესაძლებელი გახდა. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, საჰაერო სივრცე კიშინიოვის აეროპორტის მახლობლად დრონების დიდი რაოდენობის გამო მოხდა.