თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 8 000-ი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. ერდოღანი მადლობას უხდის ყველა ქვეყანას, რომელიც თურქეთს მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში ეხმარება. მისი თქმით, ათობით ქვეყანამ თურქეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, უცხოელი მაშველები კი დაშავებულების გადარჩენას 24-თ საათიან რეჟიმში ცდილობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 81 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა.