ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, „გამოძიების ფარგლებში განაღმვითი სამუშაოები განხორციელდა, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოკითხა თვითმხილველები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო.