მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ექს პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ფოთში აქცია გამართეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და პროტესტის მონაწილეები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ ბანერი წარწერით - "თავისუფლება მიშას". დღეს აქციები გაიმართა ლაგოდეხსა და ხაშურშიც.