5 საათიანი დაგვიანების შემდეგ სინოდის სხდომა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა და მეუფე იაკობმა განაცხადეს კრებაზე განხილვის საკითხი იყო უკრაინის ომი. ცნობილი ხდება რომ გელათის მონასტერში არსებული ვითარება დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. მეუფეებმა თურქეთსა და სირიას სამძიმარი გამოუცხადეს. ახლა ყველა საბოლოო ოქმის მოლოდინშია, სადაც დეტალურად ეწერება რა გადაწყვეტილება მიიღეს მაღალი იერარქიისდ პირებმა.