საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.