საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო - Palitra News

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

2023-02-14 16:59:12+04:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.