მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მისი შვილი საკვებს ვეღარ იღებს და ძალიან სუსტადაა. დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მეუფე ნიკოლოზმაც, რომელმაც თქვა, რომ მსგავს მდგომარეობაში, როგორშიც სააკაშვილია ადამიანი არ უნახავს. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და ის სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ.