მიუხედავად იმ მილიონობით დოლარისა, რომელიც წლევანდელი სუპერთასის რეკლამებზე დაიხარჯა, მაყურებლებმა კენჭისყრისას მხოლოდ ერთი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინეს — ძაღლისა და მისი პატრონის ვიდეო
Kia Motors-ის მიერ წარმოდგენილი USA Today Ad Meter-ის მიხედვით, Big Game-ის ყველაზე პოპულარული რეკლამა შინაური ცხოველების საკვების მწარმოებელ The Farmer’s Dog-ს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი მოგვითხრობს კავშირზე, რომელიც ძაღლსა და მის პატრონს შორის ჩამოყალიბდა…USA Today’s ad meter, რომელსაც 150 000-ზე მეტი წევრი ჰყავს, რეკლამებს 8 თებერვლიდან ორშაბათის ჩათვლით აფასებდა — 10-ბალიანი სისტემით. ზემოთ ხსენებულმა ვიდეორგოლმა კი, სახელწოდებით Forever, პირველი ადგილი დაიკავა, 6.56 ქულით. მეორე ადგილზე გავიდა NFL-ის რეკლამა Run With Her, 6.38 ქულით; ხოლო მესამეზე — Amazon-ის Saving Sawyer, 6.35 ქულით.