სუპერთასის ფარგლებში შექმნილი კამპანიების სერიას Dunkin-იც შეუერთდა, რომელმაც რეკლამის მთავარ გმირად ბენ აფლეკი შეარჩია. მსახიობი დანკინის უნიფორმაშია გამოწყობილი, ბრენდირებული მაისურით, კეპით და დევიზით: America Runs Dunkin. შესაბამისი ყურსასმენით კი შეკვეთებს იღებს და ისე ემსახურება მომხმარებლებს, როგორც ჩვეულებრივი თანამშრომელი.
რეკლამაში ბენის მეუღლე, ჯენიფერ ლოპესიც ჩნდება, როგორც კლიენტი: „რას აკეთებ? ამას აკეთებ, როცა ამბობ, რომ სამსახურში მიდიხარ?“… აქვე აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, მსახიობმა მართლა მოირგო დანკინის თანამშრომლის როლი, მასთან გადაღებული ფოტოები კი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ბევრი იმასაც კი ამბობდა, ასეთი ბედნიერი ბენი არასდროს გვინახავსო ჰოლივუდში.