რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს. მათივე ცნობით, ეს არის კლასიკური ხრიკი, რომელსაც შეერთებული შტატები, დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა იყენებენ.
ცოტა ხნის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმები, რომლის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო. მისი თქმით, მოლდოვაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან ჩაყვანილი დივერსანტების მონაწილეობით სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა.