ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რეგიონზე მასიურ თავდასხმას ელოდებიან. ჰაიდაის თქმით, რუსულ ჯარებს აქვთ ბრძანება, შევიდნენ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მისივე ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა რეგიონისკენ უკვე გადაიყვანეს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა. ჰაიდაის თქმით, უკრაინის დამცველები ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის დასაცავად და მტრის თავდასხმის შესაჩერებლად.