საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს .აღნიშნული კანონპროექტი, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ძირითადად შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.
"ხალხის ძალა" აცხადებს, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე.
აღნიშნულ კნონპროექტს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციური პარტიებისა და სახელისუფლებო გუნდის მხრიდან.