ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ჯანდაცვის სისტემა ბოლო სამი ათწლეულია ერთ-ერთი ყველაზე რეფორმირებადი სფეროა. რეფორმები, სექტორის განვითარებისა და სტრატეგიის გეგმები იმის მიხედვით იცვლებოდა თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, ზოგჯერ კი ცვლილებები უწყების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნასაც ახლდა თან. თუმცა, რეფორმები არა თავისი სიმრავლით, არამედ მათი ეფექტურობით ფასდება.
საავადმყოფოების პრივატიზებიდან, კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემამდე - რა მოგვიტანა სექტორში განხორციელებულმა ათეულობით, თუ ასეულობით არა, რეფორმამ? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმრები არიან "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების ექსპერტი აკაკი ზოიძე