თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 37 ათას ადამიანს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და შესაბამისად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. მიწისძვრა თავისთავად ძლიერი იყო, რამაც ნგრევის განსაკუთრებულად დიდი მასშტაბები გამოიწვია, თუმცა დღემდე კითხვებს აჩენს, მიწისძვრის ეპიცენტრში სრულად განადგურებული შენობების გვერდით მყარად მდგარი ნაგებობები, საიდანაც ხალხმა უსაფრთხოდ შეძლო გამოსვლა. მეტიც, ზოგი საკუთარ საცხოვრებლებს უკვე დაუბრუნდა კიდეც.
თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე გაიცა 113 პირის დაპატიმრების ორდერი. თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები. მედიის ცნობით, მოსალოდნელია უფრო მეტი პირის დაპატიმრება.
ამასთან, როგორც დასავლური მედია იუწყება, ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ეს მომხდარი კატასტროფისთვის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა, რადგან ექსპერტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო.
როგორ ვიცავთ და საერთოდ ვიცავთ თუ არა საქართველოში სეისმომედეგობის სტანდარტებს? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის ლექტორი უჩა ზაქაშვილი