ევროკავშირის პოლიტიკოსებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტში შესაძლოა, ოთხი რუსული ბანკი შეიტანონ. ამის შესახებ გამოცემა Politico ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
საუბარია მათ შორის, „ალფა-ბანკზეც“, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია. გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს აკრძალოს ევროპაში რუსული რეზინისა და ბიტუმის იმპორტი, ასევე გარკვეული საქონლის ექსპორტი, კერძოდ, სატვირთო და სამშენებლო დანიშნულების მანქანების. ახალმა სანქციებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ელექტრონული კომპონენტების ექსპორტზეც, რომლებიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.
Politico ასევე იტყობინება, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსები აპირებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტში შეიყვანონ დაახლოებით 130 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის, სახელმწიფო მედიის ოფიციალური პირები და ჟურნალისტები.
სანქციები, შესაძლოა, ასევე შეეხოთ რუსეთის მოკავშირეებს ირანიდან და მალიდან.