ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2022 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მისოების წმინდა მოგებამ გასულ წელს 113 685 511 ლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 32 453 293 ლარით, თითქმის 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მე-3 კვარტალში მისოების მოგება 81 232 218 ლარი იყო.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2022 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1 მილიარდ 879 მილიონ ლარს. მთლიანი კაპიტალი კი 662 მილიონ 993 ათასი ლარი იყო.
სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა დაახლოებით 372 მილიონო ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 337 მილიონი ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 6, 5 მლნ ლარი შეადგინა.ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს ბაზარზე 36 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.