ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება, საქართველოს მხარდაჭერის საკითხზეც იმსჯელებენ. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, მინისტრები განიხილავენ ნატოს პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებასაც საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, ნატოს იმ სამი ღირებული პარტნიორისთვის, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხის წინაშე არიან.