თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა. თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 31 700-მდე ადამიანი დაიღუპა. სირიაში მსხვერპლის სტატისტიკას გაერო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სტიქიამ იქ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა. ორგანიზაციის პროგნოზით, ქვეყანაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაორმაგდეს.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.